|
2021-04-12 15:33:29, 884 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნის სასწორზე
მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე პარლამენტის არჩეულმა წევრებმა სრული შემადგენლობით უნდა იმუშაონ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. ეს მოთხოვნა აქვს საქართველოს მოსახლეობას. საზოგადოება ელოდება, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას აღნიშნული საკითხები და პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. გამოწვევებზე უნდა იმუშაოს პარლამენტმა სრული შემადგენლობით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ამ პროცესში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)