23:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 14:59:12, 467 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.  განაცხადების მიღება  12 აპრილიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს. 

დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეძლებენ:

•             ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106;

•             ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27;

•             გორი – სამების ქ.N1;

•             რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი  სახლის აშენებას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics