23:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-11 12:45:08, 671 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF)  მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი მცირე საპროექტო იდეები განიხილეს, რომელთა მიზანი თემზე დაფუძნებული ინოვაციური, ინკლუზიური და რეპლიკაციური ინიციატივების მხარდაჭერაა. 

ინიციატივები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად; ასევე, პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობას და ქალების აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში.

GEF-ის  მცირე გრანტების პროგრამას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.

ამ ეტაპისთვის, 72 მცირე საპროექტო განაცხადია წარმოდგენილი. განხილვების შემდეგ, საბჭო გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულ პროექტებს. საგრანტო თანხა, ამ ეტაპზე, 250,000 აშშ დოლარს შეადგენს.

GEF-ის მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, 70-ზე მეტი წარმატებული ადგილობრივი პროექტი შესრულდა, ხოლო გაცემული გრანტების ოდენობამ 1.9 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics