|
2021-04-10 14:25:30, 997 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუნკევიჩიანე - დადგა დრო, სერიოზულად დავფიქრდეთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივაზე
დადგა დრო, სერიოზულად დავფიქრდეთ NATO-ში საქართველოსა და ევროკავშირის პერსპექტივაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე „ტვიტერში“ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. მისივე თქმით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე დაშვებული შეცდომა, როდესაც ზოგიერთმა წევრმა უარი თქვა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებაზე, უნდა გამოსწორდეს. „ევროკავშირისთვის და ნატოსთვის მოვიდა დრო გაიაზრონ, რომ პუტინი არ შეიცვლება. იქნება. მხოლოდ უარესი. რუსეთი შეიცვლება, მე ვიმედოვნებ, მაგრამ პუტინი არა. 2008 წელს, ბუქარესტი სამიტზე დიდ შეცდომას ჰქონდა ადგილი, როდესაც ზოგიერთმა წევრმა უარი თქვა მაპ-ის მინიჭებას უკრაინასა და საქართველოსთვის. პუტინმა უკვე არერთხელ გამოიყენა ეს შეცდომა. დღეს დადგა დრო, რომ გამოვასწოროთ ის და სერიოზულად დავფიქრდეთ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ნაბიჯებზე, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს. ევროკავშირის წევრობა - ბევრად უფრო რთული საკითხია“, - განაცხადა რასა იუნკევიჩიანემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)