16:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 11:54:38, 861 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით, მისთვის გიგა ბოკერიასთან ერთად პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მისთვის გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა.

როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ის რაც გიგა ბოკერიასთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, მისთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა.

 „მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „ევროპული საქართველო“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დატოვეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics