16:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 18:12:18, 972 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია, უნდა გადაიდგას ფინალური ნაბიჯები შეთანხმებისკენ

პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებთ, დანიელსონის დოკუმენტს ყველა პარტია კონსტრუქციულად განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელჩმა აღნიშნავს, რომ ფინალური ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის რთულია, თუმცა ეს აუცილებელია, რათა მოხდეს შეთანხმება.

 „იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებებს ექნებათ წინსვლა საკითხის გადაჭრისკენ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში უამრავი კრიზისი და გამოწვევაა. ეს არის ჯანდაცვის, ეკონომიკური, არასტაბილური რეგიონი, ამიტომ ქვეყნის მთელი ენერგია უნდა დაეთმოს ამ გამოწვევების გამკლავებას. პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია. ბატონმა დანიელსონმა შეთავაზებები წარადგინა მოლაპარაკების მაგიდაზე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათ ყველა პარტია კონსტრუქციულად განიხილავს და გადადგამს საბოლოო ნაბიჯებს. ფინალური ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ყველაზე რთულია, თუმცა ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას შეთანხმებისკენ. ამ შეთავაზების საფუძველზე უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი და დაიწყოს ახალი თავი, რაც დადებითი იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics