19:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 16:49:37, 2114 ნახვა

ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას. უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია“, - წერს ნოდარ ტურძელაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დეპუტატებს: მამუკა მდინარაძეს, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარასვილს დაუდასტურდათ. ამასთანავე, კოვიდინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics