|
2021-04-09 16:37:39, 881 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე თალაკვაძის განცხადებაზე - არ ვიცი, რას საუბრობს, ზედმეტ ლაპარაკს სჯობს დავსხდეთ და შევთანხმდეთ
არ ვიცი, რას საუბრობს ეს ადამიანი, მაგრამ სჯობს, ზედმეტ ლაპარაკს დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას. გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ იყოს მეტად კომპრომისული და რეალურად აღიქვას სიტუაციას. „მათ მოვუწოდებ, რომ იყვნენ უფრო კომპრომისულები და რეალურად აღიქვან სიტუაცია. სადაც ობიექტურობა იქნება, მე ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია დავითანხმო, ჩემი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებაზე. არ ვიცი, რას საუბრობს ეს ადამიანი, მაგრამ სჯობს, ზედმეტ ლაპარაკს, დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხი, მათ უნდათ, რომ ამოაგდონ ამ დოკუმენტიდან საკითხების ნაწილი. ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ», - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძეს ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა და მოუწოდა, რომ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)