|
2021-04-08 12:22:35, 639 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - პროკურორი „ბულბულაშვილი“ არის გულისამრევი მატყუარა, ასეთები „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კანონის მიხედვით ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო გირაო გამოყენებული ვერ იქნება. მისი თქმით, როდესაც პროკურორი „ბულბულაშვილი“ ამბობს, რომ ნიკა მელია საპატიმროს გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვებს, ის არის გულისამრევი მატყუარა. „პირველკურსელმაც კი იცის, რომ საპატიმრო გირაო მელიას მიმართ ვერ იქნება გამოყენებული კანონით. პროკურორი ყელმოღერებული რომ გამოდის და გვეუბნება გადაიხადოს გირაო და გამოვა, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და კანონით დამიმტკიცოს საპირისპირო და ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ყოველ ჯერზე ვეტყვი მათ, რომ მატყუარა აფერისტები არიან, რადგან არ არსებობს საპატიმრო გირაო. წესი არის შემდეგნაირად, უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა გირაოზე და თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს, მელია უნდა გამოვიდეს და ვადა აქვს გირაოს გადახდისთვის. დღეს გირაო არ არსებობს. როდესაც „ბულბულაშვილი“ იძახის ამას, ის არის გულისამრევი მატყუარა. ასეთ ადამიანებს უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმლით „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)