|
2021-04-07 17:54:58, 794 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - თუ საქართველო სურს განვითარება, პარლამენტი უნდა იყოს სრულფასოვანი, მას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია
თუ საქართველოს სურს განვითარება პარლამენტი უნდა მუშაობდეს სრულფასოვნად. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, მიმდინარეობისას განაცხადა. როგორც მარინა კალიურანიდი აღნიშნავს, ევროკავშირი მმართველი პარტიისგან ელოდება მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. „ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ჩვენ გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად ვერ მივიღებთ. დიახ ჩვენ ყოველთვის მმართველი პარტიისგან ველოდებით მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ერთიანი მოქმედება. ეუთო/ოდირმა ნათელი ანგარიში წარადგინა არჩევნებთან დაკავშირებით, იყო დარღვევები, თუმცა არჩევნები სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და მანდატს არ იღებს. თუ საქართველოს სურს განვითარება პარლამენტი უნდა მუშაობდეს სრულფასოვნად. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია.“ - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)