|
2021-04-07 15:56:58, 717 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ. მემორანდუმის თანახმად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. თანამშომლობის ძირითადი მიზანია ავიაციაში პროფესიონალების აღზრდა. თამარ არჩუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, გაეცნონ აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას, სადაც სამომავლოდ დასაქმდებიან. „დღეს გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საავიაციო უნივერსიტეტთან. პირადად ჩემთვის ეს ფაქტი, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის ორმაგად სასიხარულოა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ძირითადი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ავიაციის სფეროთი და მეტი პროფესიონალი კადრი აღვუზარდოთ ქვეყანას. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტს და ჩავერთოთ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში და სტაჟირება გავატაროთ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურისა და აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სტუდენტებს დაეხმარება სრულყოფილი პროფესიული მომზადებისთვის სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)