|
2021-04-07 11:38:52, 667 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო - ნამდვილად არის ლოგიკა მოსაზრებაში, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნამდვილად არის ლოგიკა იმ მოსაზრებაში, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა. მისი თქმით, გახარიას კონკურენტუნარიანობა მის ხედვაზე იქნება დამოკიდებული. „სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები პირადად ჩემში ყოველთვის კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. ჩემი აზრით, რეიტინგების უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამაში ლოგიკა ნამდვილად არის. რამდენად კონკურენტი იქნება გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს ყველაზე მეტად საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია მოსწონს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)