14:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 12:28:50, 591 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე - მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა, რომ თანაშრომლობა იყოს პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაფასა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვლევის მიხედვით ჩანს, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა პარლამენტში თანამშრომლობა.

შალვა პაპუაშვილმა კვლავ მოუწოდა ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ ქვეყანაში არეულობის მცდელობას და შევიდნენ პარლამენტში.

 „60% წინააღმდეგია ბოიკოტის, ამ მონაცემებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, მივხვდებით, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ იყოს თანამშრომლობა პარლამენტში, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მონაცემიც იყო, რომ ბოიკოტის მომხრეებს შორის თითქმის ნახევარმა საერთოდ არ იცის, რატომ არის ეს ბოიკოტი საჭირო, ამიტომ ოპონენტებს მოვუწოდებ თავი დაანებონ ამ ქვეყანაში არეულობის მცდელობას და შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics