03:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 18:18:05, 564 ნახვა

საზოგადოება
IRI-ის კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 39% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 24% ვაქცინას "რაღაც დროის გავლის" შემდეგ გაიკეთებს.

კვლევის კითხვაზე "მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

39% - არ ავიცრები

24% - ავიცრები რაღაც დროის გავსლის შემდეგ

20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელისაწვდომი იქნება ჩემთვის

6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს

1%-ზე ნაკლები - სხვა

12% - არ ვიცი/უარი პასუხზე

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

საველე სამუშაოები „IPM“ მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics