14:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 18:02:18, 650 ნახვა

პოლიტიკა
IRI - არჩევნები რომ შემდეგ კვირას ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ 35%, „ენმ“-ძალა ერთობაშიას კი 18% დაუჭერს მხარს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შემდეგ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას", 18% ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დაუჭერდა.

ამავე კვლევის თანახმად, „ევროპულ საქართველოს" გამოკითხული მოსახლების 3% დაუჭერდა მხარს.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები შემდეგია: 

სტრატეგია აღმაშენებელი – 3%

გირჩი - ზურა ჯაფარიძე – 2%

პატრიოტთა ალიანსი – 2%

ლეიბორისტული პარტია – 2%

მოქალაქეები – 2%

ლელო – 1%

სხვა პარტიები – 1%

არცერთი – 10%

არ ვიცი/უარი პასუხზე – 15%

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

საველე სამუშაოები „IPM“ მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics