04:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 17:07:23, 603 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს ონლაინ შეხვედრებს მეწარმე სუბიექტებთან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, 2021 წელს, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში ,,ბუღალტერთა კლუბ ფორუმსა“ და ,,საქართველოს ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც დეკლარირების ვალდებულების აღსრულებას სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის გამოყენებით ითვალისწინებს.

დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების მიზანია, დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა, რომლის პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის რეკომენდაციით.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის ფარგლებში, დარიცხვის განხორციელებამდე, დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე იგზავნება გამაფრთხილებელი ხასიათის შეტყობინება.

აქვე, განვმარტავთ, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან განხორციელებული კომუნიკაციის მიუხედავად დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სავადო თარიღიდან მე-6/7 სამუშაო დღეს, შესაბამის სამიზნე ჯგუფის მიმართ განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გაეგზავნება სავარაუდო დარიცხვის შესახებ შეტყობინება.

სამუშაო შეხვედრები  დიალოგის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics