13:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 16:44:20, 668 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვი პოზნერის ვიზიტზე - ეს იყო რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დემარში და გაცნობიერებული პროვოკაცია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, სერგეი გავრილოვი საქართველოში, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური დემარში და გაცნობიერებული პროვოკაციაა.

„შემთხვევა, რომელიც უკავშირდება პოზნერს - სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა არ იყო შემთხვევით არჩეული, რადგან ის ფართოდ ცნობილი ფიგურაა რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენტებს შორის. ეს გაცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს, რაც მოიცავს სტუმრების უსაფრთხოებას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ აჩვენონ ტურისტებს, რომ საქართველოში მოგზაურობა არ შეიძლება. ეს შეგნებული გასროლაა „ორივე ფეხში“ იმისთვის, რომ დაასუსტონ ხელისუფლება, ეკონომიკა“, - აღნიშნა სერგეი გავროლოვმა.

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს სურთ აღადგინონ კარგი ურთიერთობა რუსეთთან.

„თუმცა აგრესიული რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლეთის წრეების ინსტრუმენტია, აშანტაჟებს ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობით იმის გამო, რათა შეინარჩუნონ რუსეთ-საქართველოს გარღვეული ურთიერთობა“, - დასძინა სერგეი გავრილოვმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics