13:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 13:16:40, 642 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმის სპიკერი - საქართველო ღრმა კრიზისშია, რუსებისთვის იქ ჩასვლა საფრთხეს შეიცავს

ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერთან თბილისში მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, რომ რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

როგორც დუმი-ს დეპუტატი წერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის საქართველოში ყოფნა.

„მოვლენები, რომელიც პოზნერის თბილისში ვიზიტის გარშემო განვითარდა აჩვენებს, თუ რაოდენ ღრმა კრიზისში იმყოფება საქართველო. რადიკალიზმი ბევრ შემთხვევაში უსწრებს ქვეყნის შიდა პოლიტიკას, და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ კარგამდე არ მიიყვანს“ - წერს დუმი-ს წარმომადგენელი.

მანვე დასძინა, რომ 2019 წელს, როდეაც საქართველოში სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა, ანალოგიური მდგომარეობა იყო.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაანგრევს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის წინ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოში რუსი ტურისტებისა და მოქალაქეების ქვეყანაში ყოფნა“, - დასძინა მან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics