06:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 17:26:25, 442 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის III მიკრორაიონში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნება. მათ შორის, სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდება; საბავშვო-გასართობი ზონები - სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; მოსასვენებელი პავილიონები და სხვა ურბანული ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, დამონტაჟდება განათების ქსელი, სასმელი წყლის ე.წ. „სოკო“. გარდა ამისა, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება - დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარეები და ბალახი. 

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად შეხვდა და პარკის მოწყობის პროექტი გააცნო.

„დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება - ადგილობრივების თხოვნით, ნუცუბიძის III მიკრორაიონში განთავსებულ დიდ პარკს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, სადაც მიმდებარე კორპუსების სხვადასხვა ასაკის მცხოვრებლები ხშირად იკრიბებიან. ჩვენი პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია ყველა ამ ადამიანის ინტერესი და მოთხოვნა. კეთილმოწყობილ და გამწვანებულ გარემოში  შექმნილი იქნება ყველა პირობა სასიამოვნო და კარგი დასვენებისთვის“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.  

პარკის განახლების პროექტების ღირებულება  984 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics