12:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 16:02:36, 678 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში ყველაზე დესტრუქციული როლი სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა პოლიტპატიმრების შეწყალების პროცედურაზე.

„ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა, იმიტომ რო ჩემი ინფორმაციით, იმ არაერთი ვიზიტის მიუხედავად, რომელიც მასთან იყო, მან უარი განაცხადა შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე ამ პროცესში. თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების პროცედურა არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია, რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად უსვამს ხაზს და მიუთითებს, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმოამდგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, გუშინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, უკვე მეორედ, შეთანხმების გარეშე დასრულდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics