|
2021-03-31 14:24:30, 602 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რურუას ერთადერთი კავშირი პოლიტიკასთან ის 2 500 ლარია, რომელიც „მთავარ არხში“ აქვს ჩარიცხული
ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გიორგი რურუას კავშირი და მოტივაცია პოლიტიკასთან არ არსებობს. „არ ვიცი ოპოზიციონერებს ეშინიათ თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს. ეს არის მოცემულობა. ამ ადამიანმა თანხა ჩარიცხა ფორმალურად, რომ თითქოს დაეფიქსირებინა პოლიტიკასთან თავისი კონტაქტი, 2 500 ლარი „ნაციონალური მოძრაობის“ არხზე და ამ 2 500 ლარად უწოდებენ მას პოლიტპატიმარს. ეს არის მთავარი ამბავი. ერთმანეთს თუ არ უმხელენ ამ ადამიანის შიშით არ ვიცი, მაგრამ პოლიტპატიმარს უწოდებენ გიორგი რურუას, რომელიც ერთი რომ კრიმინალური ავტორიტეტია, მეორე - პოლიტიკასთან მისი კავშირი ფიზიკურად არ არსებობს, მასთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს და 2 500 ლარია ერთადერთი სასაცილო კავშირი პოლიტიკასთან. თან „მთავარი არხი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაა, აქ აქვს ეს თანხა ჩარიცხული, არ ვიცი რამდენად რელევანტურია და რამდენად სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მისი კავშირი არსებობს პოლიტიკასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)