|
2021-03-30 10:44:00, 550 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში - საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება
ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი ლიდერებს აგებინებს პასუხს, საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება, - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. „ამერიკის ხმამ“ სენატორს შეკითხვა დაუსვა საქართველოსთვის ამერიკის დახმარების პირობითობასთან დაკავშირებით - „თქვენ წარსულში მოუწოდებდით ქართველ კოლეგებს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს თუ დემოკრატიის სხვა პრობლემების გადაჭრისკენ. თუმცა, ზოგს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ამისთვის საქართველოში ყური არ უთხოვიათ, რადგან არ გვინახავს პროგრესი ამ საკითხებზე. რა ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი საქართველოში გაითვალისწინონ?“. როგორც სენატორმა რიშმა აღნიშნა, ქვეყნის წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს. „პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს. როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება“, - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)