|
2021-03-29 17:26:15, 745 ნახვა
კომენტარი
ლევან რატიანის განმარტებით, 27 წლის მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილი არ იყო
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, 27 წლის მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილი არ იყო. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ელექტროკადრიოგრამაზე ფიქსირდება გულის რითმის სიხშირე. „მინდა, რომ მოსახლეობას განვუმარტო დღეს არსებული მდგომარეობა მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით, ამ მტკინვეულ და სენსიტიურ თემაზე არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალბატონო მეგი, 28 წლის, რომელიც ჩვენ კლინიკაში იყო შემოყვანილი უკვე გარდაცვლილი წარმოადგენს სიცრუეს. ჭეშმარიტ სიცრუეს. ქალბატონო მეგი შემოყვანილი იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, გადმოყვანილი იქნა 19:45 წუთზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს ნიშნავს რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნება ჰემოდინამიკას. გასინჯული იქნა ჩემს მიერ შემოყვანისთანავე, დაფიქსირდა, რომ ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა იყო, ეს არ ნიშნავს, იმას რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება როდესაც გული ჩერდება. პაციენტის შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა გულის ცემა და არტერიული წნევა იყო შენარჩუნებული. შემოყვანისას მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული და შეუქცევადი, ეს გამოწვეული იყო პროსრეამინაციული დაავადებით. ამ პროცესებმა გამოიწვია გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება. ჭეშმარიტება უნდა იცოდეს ყველამ, ჩვენ კლინიკაში პაციენტი შემოყვანილი იქნა კატასტროფის ბრიგადით, არასტაბილური გენოდინამიკით, მართვის სუნთქვით და სამ ბალიანი კომით. კლინიკამ შეუქცევადი პროცესის მიუხედავათ ყველაფერი გააკეთა, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი რამდენიმე საათში. შემოყვანის თანავე ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა პაციენტს, სადაც დაფიქსირდა, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც იმას მიუთითებს, რომ პაციენტი ცოცხალი შემოიყვანეს კლინიკაში, ასევე ელექტროკადრიოგრამაზე ფიქსირდება გულის რითმის სიხშირე. ჩვენ კლინიკაში ჩატარებულ არც ერთ კვლევაში პაციენტს ანემია არ დაუდასტურდა“, - განაცხადა ლევარ რატიანმა.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)