|
2021-03-28 20:55:20, 716 ნახვა
კომენტარი
კრისტიან დანიელსონი - ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე
„ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე“, - ამის შესახებ შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისი სისუსტე არ არის, ის ევროპული გზაა. „მე შევხვდი შვიდ ევროპარლამენტერს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც თქვენ ესაუბრეთ. გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, საუბარია კომპრომისზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი. ჩვენ მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია დასახმარებლად. ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი. ხაზი უნდა გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, ის არის სიძლიერე. კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი საქართველოში, კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)