20:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 16:22:02, 754 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ისევე როგორც ბევრმა პოლიტიკოსმა.

ამის შესახებ ინფორმაციას, „რიანოვოსტი“ ავრცელებს.

„და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი აგიხსნათ? უნდა იცოდეთ ვინ სად რას აკეთებს? ალბათ არა“, - აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუნდაც ვაქცინაცია კამერების წინაშე ყოფილიყო ნემსში მაინც იმ ნივთიერებას მოათავსებდნენ რაც მას ენდომებოდა.

„თუკი ვინმე რაიმეს გაყალბებას გადაწყვეტს, ამის გაკეთება რთული სულაც არ არის. შეიძლებოდა მეჩვენებინა ნებისმიერი ვაქცინის ფლაკონი მასში სხვადასხვა ნივთიერებით, კეფირით, ფორთოხლის წვენით, - ამას რა თქმა უნდა ვხუმრობ, შეიძლება სულაც უბრალოდ ვიტამინები იყოს. ეს ყველაფერი ჩემი აზრით არასერიოზულია“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ის მცირე დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა ეს ჩვეულებრივი იყო.

როგორც ის აცხადებს, მან  ერთ-ერთი რუსული ვაქცინა მიიღო, თუმცა რომელი ეს მხოლოდ მან და მისმა ექიმმა იციან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამი ვაქცინა -”სპუტნიკი“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“ შეიქმნა და მას 60 წელს ზემოთ მოსახლეობა იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics