07:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 14:30:56, 577 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ვინც ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს არ მოინანიებს ზიარება ეკრძალება

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს წირვა აბაშის საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდგომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ „ეკლესიაზე თავდასხმასა და ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე“ ბერებს, მონაზვნებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა.

„ვინც მონაწილეობდა ეკლესიაზე თავდასხმაში და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგაა და ეხლაც გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით, ყველამ მოინანიოს. ამ ეტაპზე პირველ რიგში ერისკაცებს მივმართავ, მოინანიონ და თხოვონ შენდობა თავის მოძღვარს, ვინც არ მოინანიებს ზიარება ეკრძალება, ვინც არ არის ქრისტიანი იმისთვის ეს არაფერი არ არის და საერთოდაც არაფერი არსებოობს, ჰოდა ბერებს და მონაზვნებს ვინც ამ ამბოხში მონაწილეობდა და არ მოინანია დღეიდან ზიარება ეკრძალება,, სანამ არ მოინანიებენ. ზუსტად უნდა ვიცოდე მოხდა თუ არა ეს და იმ შემთხვევაში მოეხსნებათ ეს აკრძალვა. ეს არ იქნება საჯარო, უბრალოდ ჩემთან მოვიდნენ და შენდობა მთხოვონ“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics