07:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 16:20:26, 646 ნახვა

საზოგადოება
მეშვიდე მიკრორაიონის N19 კორპუსთან საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. მიმდინარეობს როგორც კაპიტალური, ასევე, შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები.

შიდა ეზოს მოწესრიგება გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის   N19  კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 900 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური. აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, წითელ ხაზებში არსებულ წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, წელს კი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 41 144 ლარამდე დაიხარჯება.

ამასთან, გზის შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მიკრორაიონის N23 კორპუსთანაც მიმდინარეობს.

ორივე მისამართზე მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics