|
2021-03-27 11:15:31, 714 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, სამიტზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართება, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი არინ მიწვეულები. ბაიდენის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პუტინთან და სი ძინპინთან არ უსაუბრია, თუმცა „ორივემ იცის, რომ მოწვეულები არიან“. შეგახსენებთ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც მან ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, აშშ კვლავ დაუბრუნდება დონალდ ტრამპის მიერ დატოვებულ პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელსაც 2015 წელს 195-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)