08:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 12:35:24, 648 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეუფე სტეფანეს წირვის შემდეგ სასულიერო პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისმოდა პროვოკაციები და შეურაცხყოფები.

„სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა. ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ. საგულისხმოა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა 22 მარტს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებდა, არ დამორჩლებოდნენ ეპარქიის ახლად დადგენილ მღვდელმთავარს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეპარქიაში განკვეთილ დიაკვნებთან სასაუბროდ მეუფე სტეფანე მივიდა, რომელიც მონასტრიდან გააძევეს. მეუფე სტეფანემ მონასტერი სამართალდამცველების თანხლებით დატოვა. 

ცნობითვის, მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის რამდენიმე დიაკვანს მღვდელმსახურება აუკრძალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიაკვნების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი არ აპირებენ, რომ მღვდელმთავრის განჩინებას დაემორჩილონ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics