08:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 12:04:56, 591 ნახვა

პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 23%-სთვის „ქართული ოცნებაა“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 14% კი, პასუხზე უარს აცხადებს.

გამოკითხული მოსახლეობის 7% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“,  ასევ 7% სხვა პარტიებს ასახელებს.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics