07:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 15:23:10, 557 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალით და ხელოვნურად შექმნილი კრიზისის აღმოფხვრა ოპოზიციაზეა დამოკიდებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარძის განცხადებით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში მოგონილი კრიზისი თვეების განმავლობაში გრძლდებოდეს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიციას შეუძლია, რომ ძალით შექმნილი, ხელოვნური კრიზისი 1 წამში აღმოფხვრას.

„ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ შემოვლენ პარლამენტში, როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება გამოვა ციხიდან, აი ამ არგუმენტებით, შექმნილი ძალით, ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, აღმოიფხვრას 1 წამში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ ქვეყნაში კრიზისია და სხვა დღის წესრიგი ვერ გვექნება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics