|
2021-03-20 14:55:30, 831 ნახვა
საზოგადოება
„ოჯახის ცხოვრება“ - ილია მეორემ პროტოპრესვიტერს წიგნის დაწერა დაავალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს წიგნის დაწერა დაავალა. როგორც პატრიარქმა 18 მარტს ქადაგებისას განაცხადა, აღნიშნული წიგნი ოჯახის ცხოვრებას შეეხება, რომელიც მორმწუნე ხალხის მიერ იქნება შედგენილი. „ჩვენთან არს ღმერთი! ეხლა წავიკითხეთ სინანულის კანონი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში; ჩვენ გვახასიათებს განკითხვა, ცილისწამება ... უნდა იცოდეთ ისიც, რომ როდესაც აღსარებას ამბობთ, არ უნდა თქვათ ცოდვა ვისთან ჩაიდინეთ, რომ ის ადამიანი მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენოთ. ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახლიც, ნაკვეთიც, ჩვენი მოსავალიც. უნდა ვიცოდეთ შრომა, დავამუშაოთ მიწა. მიწა მკურნალია, მიწიდან ვართ ჩვენ და სიყვარული უნდა გვქონდეს მიწისა. მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი სასწავლებელი, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არა გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, როცა დედ-მამას ჰყავს ერთი შვილი და დაოჯახების შემდეგ იგი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება მშივრები არ არიან მშობლები, მაგრამ სიყვარული აკლიათ თავიანთი შვილისაგან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. სიონის საპატრიარქო ტაძარს, პროტოპრესვიტერს მამა გიორგის – ვავალებ მისი თაოსნობით დაიწეროს წიგნი „ოჯახის ცხოვრება“, სადაც წარმოჩენილი იქნება როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ. მამა გიორგის ეყოლება კიდევ სხვა დამხმარე ადამიანები. თქვენ თითქმის ყველა უმაღლესი ცოდნით ბრძანდებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ წიგნის დაწერა. ეს უნდა იყოს გასაგები ენით, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. უნდა შედგეს გეგმა, სადაც საუბრები იქნება მედიცინაზე, თავის მოვლაზე, ჰიგიენაზე, სისუფთავეზე, წესრიგზე ოჯახში. თქვენ იცით რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა, ამბობენ, რომ ხასიათებით ვერ ვთავსდებითო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, ოჯახის ფასი. ასე რომ, აი, დღევანდელი დღე ისტორიულია. თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, მონაწილეობა მიიღოთ ამ წიგნის შედგენაში მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი. ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი და მათაც გამოვიყენებთ. ჩვენს წიგნს კი დავდებთ ინტერნეტში, ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში მე ველოდები გეგმას, სარჩევს. ეს იქნება უნიკალური წიგნი, ეკლესიაში დაწერილი, მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი. გიყვარდეთ ერთმანეთი. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს ამის შესახებ. სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგლოცოთ! ჩვენთან არს ღმერთი!“, - აღნიშნა ილია მეორემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)