11:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 10:40:27, 685 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო 52 ობიექტი დაჯარიმდა.

„მიმდინარე წელს აჭარის,შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო დაჯარიმდა 52 ობიექტი (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/548).

ფერმერების და შინაური ცხოველების მეპატრონეების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი.

სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics