03:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 01:39:55, 628 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ არაფერ რაციონალურზე თანახმა არ იყო

„ქართული ოცნება“ არაფერ რაციონალურზე თანახმა არ იყო“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლები“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არ აინტერესებს ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რეპუტაცია და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

„მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები.

მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში რომ დაედოთ დოკუმენტი რომელზეც „ქართულო ოცნების“ მხრიდან იქნებოდა თანხმობა. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები.

მე არ მჯერა რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ხალხს არ ესმის რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე. არ ესმით რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხიმგებლობა და საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ე

რთადერთი ახსნა ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც.

მომლაპარაკებლების მცდელობა იყო რომ მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც ქართული ოცნება მაინც იქნებოდა თანახმა. დოკუმენტი რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა.

ჩვენთვის ამოუხსნელი იყო რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ მერე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე. საუბარი იმაზე კი არ იყო, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყვნენ, არაფერ რაციონალურზე ისინი თანახმა არ იყვნენ. არაფერზე საერთოდ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics