05:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 16:05:30, 526 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - იმედს ვიტოვებ, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია გადადგამს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს

ვიმედოვნებ, კონსტრუქციული ოპოზიცია, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, გადადგავს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო მეგობრის რჩევაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა, რათა პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს პარლამენტში.

„ყველა საერთო, კონსოლიდირებული რომ შევაჯამოთ მათი რჩევვა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და ჩვენ, ყველამ ერთად პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია, არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია, მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუართდებიან პარლამენტს, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics