11:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 15:16:03, 645 ნახვა

რეგიონი
აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,აჭარის წყლის ალიანსის" ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე  დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.

წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6000- მდე ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, კურორტ გოდერძიზე, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების თანამედროვე სისტემა.

პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics