|
2021-03-17 12:09:13, 416 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა. „მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი - გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭომ მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში, ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება. „ჩვენ ასევე, მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)