|
2021-03-17 12:07:26, 385 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, პირველად მსოფლიოში, ჯიხვის სატელიტური მონიტორინგი ხორციელდება
პირველად მსოფლიოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი ხორციელდება.ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული მეთოდია, რაც ჯიხვებზე გადამცემიანი საყელოს დამაგრებას გულისხმობს შემდგომი დაკვირვების მიზნით. პროექტი 2018 წლიდან დაიწყო და მისი პირველი ეტაპი, ტელემეტრიის საყელოების ჯიხვებზე შებმის ფაზა, წარმატებით დასრულდა; ჯიხვის ტელემეტრია მსოფლიოში პირველად ხორციელდება, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვანი და ზუსტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ჯიხვებზე და მათი ცხოვრების თავისებურებების შესწავლაში დაგვეხმარება. პროექტის შემდეგ ეტაპზე, საყელოებიდან მიღებული სიგნალების მონიტორინგისა და ინფორმაციის ანალიზი მოხდება. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის ძალისხმევით ხორციელდება, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)