02:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 15:05:31, 636 ნახვა

ეკონომიკა
„ფინტექ ჰაკათონის“ გამარჯვებული ცნობილია

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ფინტექ ჰაკათონს უმასპინძლა. „FinTech Integrator" -ში 4 მონაწილით დაკომპლექტებული 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტები. ჰაკათონის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდმა „იპოთეკური სესხის კალკულატორი" წარადგინა, რაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებას გულისხმობს. პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შეფასება რამდენიმე წამში მოხდეს.

ღონისძიების მთავარ მიზანს ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ფინტექ ჰაკათონი „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ ციფრულ პროდუქტებზე და მათი სამუშაო პროტოტიპების შექმნაზე იმუშავეს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიების ტრენინგებს და ვებინარებს, მათ შორის: Savvy, თემატიკით: „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, QuickCash - „გოგონები FinTech-ში“, Optio AI - „FinTech ტენდენციები საქართველოში“, და Emoney -  „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის“.

„ფინტექი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ღია ბანკინგის (Open Banking) დანერგვის ფარგლებში შეიქმნა. საქართველოს ბანკი პირველია, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. ჩვენი მიზანია ჰაკათონის მხარდაჭერითა თუ სხვა აქტივობების  ხელშეწყობით   წავახალისოთ საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვა და ამ გზით ვუზრუნველყოთ მომხმარებლისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს და წარმატება ვუსურვო ჰაკათონის ყველა მონაწილეს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა,  გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული „ინიციატივა 5.0“-ში და BTU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფინტექ მოდულის განახლებასა და ახალი კომპონენტების ჩაშენებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics