|
2021-03-16 12:53:48, 554 ნახვა
საზოგადოება
ISFED სოლიდარობას უცხადებს ქალ უფლებადამცველებს, რომლებიც ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თავდასხმის სამიზნე გახდნენ
ISFED სოლიდარობას უცხადებს ქალ უფლებადამცველებს, რომლებიც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავდასხმის სამიზნე გახდნენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს. „გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ ქალი უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე გახდნენ ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. ფაქტს სოციალურ მედიაში ორგანიზებული აგრესიის კამპანიის მოჰყვა როგორც არასამათავრობო ორგანიზაციების, ასევე უფლებადამცველების მიმართ. აღნიშნული განაპირობა მათმა საჯარო პოზიციონირებამ ჩოგბურთელის წინააღმდეგ მიმდინარე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. ქალ უფლებადამცველებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლის პროცესში, რაც საზოგადოებაში დისკრიმინაციის, ძალადობისა და განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ისტორიულად, არაერთმა მოძრაობამ და ქალთა უფლებების აღიარებისთვის მიმდინარე ბრძოლამ შეუწყო ხელი საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, ძალადობრივი გარემოს შეცვლას, მათ შორის მისცა ქალებს შესაძლებლობა კაცების თანასწორად ესარგებლათ ფუნდამენტური უფლებებით. სწორედ, საქმიანობის ეს სფეროები აქცევს ქალ უფლებადამცველების აქტივობას მაღალი რისკის ქვეშ, რაც ხშირად მათი დისკრედიტაციაში, სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმაში გამოიხატება. ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)