|
2021-03-15 21:57:05, 750 ნახვა
ეკონომიკა
„თი ბი სი“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება
ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული! ინიციატივას თიბისიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, ინტერნეტ და მობაილბანკით გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში. სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/consumer-rights-day .
კვირეულის ფარგლებში, კომერციული ბანკების ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდება. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)