04:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 17:17:05, 563 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დღეს შეხვდება.

შეხვედრა ბრიუსელში თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება.

ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკაშირის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატია, რომელიც ყოველწლიურად იმართება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ასევე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics