|
2021-03-15 14:10:30, 443 ნახვა
ეკონომიკა
საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია Cardeal.ge - ს შორის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა Cardeal.ge -მ მიიღო. საავტომობილო პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს პირადი ქარდილერის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მანქანის პროფესიონალურ შეფასებასა და აუქციონის წესით 30-40%-ით დაბალ ფასად შეძენას.ონლაინ პლატფორმაასევე ემსახურება იმ პირებს, რომლებიც რეგულარულად დაკავებულები არიან ავტომობილების იმპორტით და ტრანსპორტირებაზესთავაზობს სპეციალურ შეღავათიან პირობებს, აძლევს წვდომას სადილერო აუქციონებსა და ექსლუზიურ ინვენტარზე. უახლოეს მომავალში სტარტაპი გეგმავს გაფართოებას და დამატებით 100-მდე ამერიკული სადილეროსჩართვას პლატფორმაში, რაც ჯამში დამატებით თვეში 40,000 დაუზიანებელ მანქანას შესთავაზებს მომხმარებელს. ასევე ამუშავდება ინდივიდუალური რეკომენდაციიების ფუნქცია, რომლის ალგორითმიც ითვალისწინებს მომხმარებლის პირად მოთხოვნებსადა მათზე მორგებული ვერსიების შეთავაზებას. Cardeal.ge-ის მიღებული აქვს GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი და 500Startups-ის პროგრამის ფარგლებში,როგორც სწრაფად მზარდი სტარტაპი,ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)