|
2021-03-15 12:55:17, 630 ნახვა
საზოგადოება
რა არის ვარიკოზის ძირითადი გამომწვევი მიზეზები?
გაგანიერებული ვენები, კიდურებში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება, უკიდურეს შემთხვევაში კანის ფერის ცვლილება და წყლულები - ეს იმ სიმპტომების ჩამონათვალია, რომელიც ვარიკოზს ახასიათებს. თუმცა, დაავადების საწყის სტადიაზე ხილული ნიშნები არ არსებობს. შემდგომ ეტაპზე შესამჩნევი ხდება ობობისებრი, წვრილი ვენები, რომლებსაც მოლურჯო, მოიისფრო შეფერილობა აქვთ. მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით, ვარიკოზი ქალებში უფრო გავრცელებულია (55%), ვიდრე მამაკაცებში (45%). თუ წვივის კუნთები ხანგრძლივად უმოქმედო მდგომარეობაშია, ისინი ვენებს გულის მიმართულებით სისხლის გადასროლაში ვეღარ ეხმარებიან. შედეგად, ვენებში გუბდება სისხლი, იზრდება ზეწოლა სარქველებზე და ვითარდება დაავადება. ძირითადი გამომწვევი მიზეზი გენეტიკაა. პაციენტების 50%-ში ოჯახის რომელიმე წევრი დაავადების მატარებელია. თუ ერთ მშობელს აწუხებს ეს პრობლემა, 60%-ით არსებობს შანსი, რომ ვარიკოზი ქალიშვილსაც განუვითარდება. ვაჟის შემთხვევაში ეს მონაცემი 25%-ია. გარდა ამისა, გაგანიერებულ ვენებს განაპირობებს მჯდომარე/უმოძრაო ცხოვრების წესი, ჭარბი წონა და ჰორმონალური ფაქტორები. ახალი ხედვის ვარიკოზის მოვლის საშუალებები მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ კომპრესიული წინდები და კოლგოტები - ისინი სისხლის მიმოქცევას ააქტიურებენ, სიმძიმის შეგრძნებას აქრობენ და შეშუპებასაც ამცირებენ. ვარიკოზის მოვლის ხარისხიანი პროდუქციის შეძენა “ახალ ხედვაში” შეგიძლიათ. კომპანია შვეიცარიული ბრენდის “Sigvaris”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ორთოპედიულ და ონლაინ მაღაზიებში მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ - სხვადასხვა ბრენდის, ფასისა თუ კომპრესიის წინდები/კოლგოტები. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი:
ვარიკოზის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ვებ-გვერდს. სტატისტიკების წყარო: https://www.chicagoveininstitute.com/varicose-vein-statistics/
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)