|
2021-03-15 12:50:44, 569 ნახვა
ეკონომიკა
40-მდე კომპანია გაკოტრდა, კიდევ ნუ გაგვწირავთ - გასართობი ცენტრები მუშაობის განახლებას ითხოვენ
ბავშთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის წევრები შრომის ინსპექციის უფროსთან, ბექა ფერაძესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის წარმომადგენელი, გიორგი მთიულიშვილი აცხადებს, პანდემიის პერიოდში 40-მდე კომპანია გაკოტრდა ხოლო 8 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მთიულიშვილი მიმართავს მთავრობას, რომ მოძებნონ გასართობი ცენტრების გახსნის სხვადასხვა გზა. „ვითხოვთ ბექა ფერაძესთან შეხვედრას. ამ ადამიანს ხელეწიფება ჩვენი პრობლემის მოგვარება, რომ გაიტანოს საბჭოზე, რომელიც ხვალ ან ზეგაა. ქვეყანაში ყველა სექტორი გაიხსნა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 8 ათასამდე ადამიანი გვყავდა ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული და გაგვიკოტრდა 40-მდე კომპანია, კიდევ ნუ გაგვწირავთ. გამოდით კონტაქტზე, რომ გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება გავხსნათ ჩვენი ობიექტები“, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)