|
2021-03-14 17:00:30, 480 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე მედიას - პროვოკაციას მიწყობთ
ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი სტეფანე მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტები პროვოკაციას უწყობენ. მისივე თქმით, მისი გეგმებია - წირვები და ლოცვები. „არ გავურბივარ არც პრესას, არც ტელევიზიას. აგერ, ხმამაღლა ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც მინდა, რომ ვთქვა. რაც არ მინდა, ვერავინ მათქმევინებს. პროვოკაციას მიწყობთ. თუ ეს თქვენი ცხოვრების ნაწილია, არ ვიცი, რამდენად იქნება თქვენი სულისთვის სასარგებლო პროვოკაციების მოწყობა. ეცადეთ, რომ სულისთვის იზრუნოთ და არა ვიღაცების დაკვეთა შეასრულოთ. სულ მეკითხებით რა გეგმები მაქვს - გეგმები მაქვს წირვები და ლოცვები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ. შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორია მედიის ექვსი წარმომადგენელი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)