15:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 16:21:46, 463 ნახვა

საზოგადოება
ჩვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, შემდეგ აქციას პარლამენტთან გავმართავთ - ქუთაისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მიტინგი დასრულდა

ქუთაისში, ნამოხვანჰესის წინაარმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ შემდეგ აქციას თბილისში, პარლამენტის წინ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ამ დროისთვის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა გარდა "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერებისა, ეკონომიკის მინისტრის,ნათია თურნავას გადადგომაა.

როგორც ის აცხადებს, ადამიანს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინფორმირებით არ ინტერესდება თანამდებობაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს.

„ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და მას მხოლოდ მინისტრი ჰგონია თავისი თავი, ფიქრობს, რომ მიწის გასხვისება შესაძლებელია ისე, რომ არც იცოდნენ შენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ასეთ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება იყოს ხელისუფალი და იყოს თანამდებობაზე.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებ პრემიერს იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ქალბატონი მინისტრი თანამდებობიდან, თორემ მოგვიწევს გამოვიდეთ მოთხოვნით გადადგეს მთავრობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოვლენების რადიკალიზება არ არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მხარდამჭერი შეემატა ამ პროტესტს. ეს ხალხი აქ საკუთარი მიწის დასაცავად მოვიდა. მუხტი არ დავარდება და პირიქით შეგვიძლია ფიციც ვთქვათ : სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ საკუთარ მიწას და საკუთარ ინტერესებს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ცნობისთვის, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics