|
2021-03-13 23:30:27, 596 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული და დაბალანსებული წინადადებები
„არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული, დაბალანსებული წინადადებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე" სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ინვესტორი თვითონაც მოწადინებულია, რომ მათ ირგვლივ თანამშრომლობის კარგი გარემო შეიქმნას, რადგან სხვაგვარად პროექტის გაგრძელება გართულდება. „თუმცა შეთავაზებული წინადადებები უნდა იყოს გონივრული. მაგალითად, წინადადება, რომ ინვესტორმა დახარჯოს 830 მილიონი დოლარი და მას საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არ ჰქონდეს ის მიწა, რომელიც კაშხლის და ნაგებობის ქვეშ უნდა იყოს, არ არის გონივრული. წინადადება, რომ, პირობითად, 5 მილიონი ლარი შეიძლება ცოტა იყოს და ფონდის მოცულობა გაიზარდოს, შეიძლება იყოს გონივრული, გნებავთ დასაქმების ნაწილში- წინადადება, რომ კომპანიამ დაასაქმოს ქართველები, რაც დღეს ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული და ჩვენ მივიღეთ ეს შენიშვნა. ამიტომ ვთქვით, რომ ფაქტობრივად, ჩვენთან შეთანხმებით კომპანია ამაზეც იმუშავებს და რაღაც ნაწილი დასაქმებულების თავადვე დაატრენინგოს, არის გონივრული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, დიალოგისთვის კარი ღიაა და უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ბოლო 2-კვირიანი დიალოგისა და შეხვედრების შემდეგ, პირველი შედეგი სახეზეა - ეს არის შეთავაზებების 4-პუნქტიანი გეგმა. შეგახსენებთ, რომ ინვესტორთან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)