15:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 10:52:54, 436 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს

სოლომონ პავლიაშვილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აგრარული მეცნიერებების მიმართულებით აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭა.

სოლომონ პავლიაშვილმა უმაღლესი სამეცნიერო სტატუსი საქართველოში აგროეკოსისტემების მდგრადი მართვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

აღსანიშნავია სოლომონ პავლიაშვილის სამეცნიერო წვლილი გარემოს დაცვის, ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების, ცირკულარული მოდელების დანერგვის, ორგანული სოფლის მეურნეობის, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის, წარმოების აგროსატრანსპორტო მომსახურების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სწრაფად და უდანაკარგოდ გადაზიდვის და საქართველოს აგროსატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანობის ამაღლების მეცნიერული საკითხების დამუშავებაში, ცირკულარული მოდელების კვლევისა და  დანერგვის საქმეში.

სოლომონ პავლიაშვილი 1982 წლიდან ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში. იგი გახლავთ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მას, როგორც ახალგაზრდა დოქტორს, 1999 წელს, პრეზიდენტის პირველი ხარისხის  სამეცნიერო სტიპენდია მიენიჭა; 2019 წელს, სოლომონ პავლიაშვილმა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის პრემია მიიღო.

მინისტრის მოადგილე 12 მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია  მაკროეკონომიკის, მეზო და მიკროეკონომიკის, აგრარული მეცნიერებების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ეკოლოგიის, აგროეკოსისტემების მდგრადობის, საქართველოს მრეწველობის,  სოფლის მეურნეობისა და  გარემოს დაცვის მიმართულებით.

სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო სამსახურის პარალელურად, აქტიურად მუშაობს სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics