|
2021-03-12 18:19:19, 438 ნახვა
კომენტარი
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი
„საზოგადოების ყველა კითხვაზე „ნამახვანი ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი”, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები და ტექნიკური სახის კითხვების დეტალური გავლა იყო, თუმცა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა დარბაზი დატოვა. „იურისტების გარდა, ჩვენ დღეს ჩამოვიყვანეთ ეკონომისტები, ტექნიკური ჯგუფის წევრები. სამწუხაროდ, ოპონენტებმა დარბაზი დატოვეს, არ გაუჩნდათ არცერთი კითხვა და შეხვედრა ისე ჩაშალეს, რომ ვერცერთი კითხვის გავლა ვერ მოვასწარით, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან კომენტარისას. ამასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ოპონენტებს შორის ურთიერთობა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს. „შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება, რომ ეს ემოციები დაცხრეს, ისევ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც შეეხება კომპრომისს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გააჟღერა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგმულია. დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს და მჯერა, რომ ის შედეგს გამოიღებს. დღეს ის არ შედგა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დიალოგი შედგება. რაც შეეხება მთავარ საკითხს - რიონის ხეობა არ გაყიდულა, როგორც აცხადებენ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ამ ფაქტებს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)